მთავარი

ფრენბურთის შესახებ



    ფრენბურთი- სპორტი რომელშიც არის ორი გუნდი ექვსი მოთამაშით. თითოეული გუნდი ცდილობს 25  ქულა  ბურთის დამიწების გზით მოაგროვოს  რათა გამარჯვება მოიპოვოს. ფრენბურთი თავისი სრული წესებით არის ვრცელი, თუმცა თამაშობენ შემდეგნაირად: ერთი  გუნდის მოთამაშე იწყებს თამაშს ანუ აწოდებს ბურთს ხოლო მეორე გუნდი იგჰებს ბურთს, ამუშავებს და ისევ გზავნის ბურთს მოწინააღმდეგე გუნდის მოედანზე. რაც შეეხება მიმღებ გუნდს ის ცდილობს რომ ბურთი არ დაუშვა იატაკზე რადგან ამ შემთხვევაში ქულა ჩაეთვლება მოწინააღმდეგე გუნდს. მიმღებმა გუნდმა ბურთს შეიძლება შეეხოს 3-ჯერ, მაგრამ მოთამაშემ ინდივიდუალურად არ შეიძლება შეეხოს ბურთს გარდა ერთისა. როგორც წესი, პირველი ორი მოთამაშე ამუშავებს ბურთს ხოლო მესამე არის თავდამსხმელი და ის ბურთს მეტოქის მოედანზე გზავნის ძლიერი დარტყმით. შექმნილი თავდასხმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავდამსხმელი არ უნდა შეეხოს ბადეს და არ უნდა დააბიჯოს ფეხი ცენტრალურ ხაზს.

გამოყენებული წყარო იხილეთ აქ


ფრენბურთის ისტორია


           თამაში1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქისჰოლიკოსმკვიდრმაფიზიკური აღზრდისმასწავლებელმა უილიამ მორგანმამან ახალ თამაშს,,მინონეტი’’ უწოდა. ახალი სახელი (Volleyball) მისთვის სპრინგფილდის კოლეჯის პროფესორს ალფრედ ჰალსტედს უწოდებია. თავდაპირველად 6,75 X 13,8 მ ზომის მოედანს 197 სმ-ის სიმაღლეზე გაჭიმული ჩოგბურთის ბადით ყოფდნენ, გუნდის წევრებისა და დარტყმების რაოდენობა კი შეუზღუდავი იყო. თამაშის პირველი 10-პუნქტიანი წესები 1897 წელს გამოქვეყნდა.
    XX საუკუნის დამდეგს ფრენბურთი გავრცელდა კანადაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიაში, 1913 წელს კი ის უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი თამაშების პროგრამაში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა მეშვეობით ახალი თამაში ევროპაშიც გაიცნეს.
  ფრენბურთს გატაცებით თამაშობდნენ ბავშვებიც და მოზრდილებიც, კაცებიცა და ქალებიც, უმთავრესად კურორტებზე, პლაჟებზე და სხვა დასასვენებელ ადგილებში. როგორც სპორტული თამაში, ფრენბურთი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1917-25 წლებში. 1918 წელს გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა ექვსამდე შეამცირეს, 1922-ში შემოიღეს ე.წ. ბურთზე სამი შეხების წესი.1946-70 წლებში, ფრენბურთი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ თამაშად იქცა. 
1965-იდან შემოიღეს ეროვნული გუნდების შეჯიბრებათა ახალი მონაცვლეობა: ჯერ -მსოფლიოს თასის გათამაშება, მომდევნო წელს – მსოფლიოს ჩემპიონატი, შემდეგ კონტინენტური ჩემპიონატები, ბოლოს – ოლიმპიური თამაშები. 1990-იდან იმართება კაცთა მსოფლიო ლიგის ყოველწლიური გათამაშება, 1993-იდან – ქალთა გრან-პრი. საკლუბო ტურნირებიდან აღსანიშნავია ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება (კაცები -1960-იდან, ქალები – 1961-იდან) და მსოფლიოს ჩემპიონატი (კაცები – 1989-იდან, ქალები – 1991-იდან).

გამოყენებული წყარო იხილეთ აქ


ფრენბურთის მოედანი

    ფრენბურთის მოედნის სიგრძე 18 მეტრია, სიგანე – 9 მეტრი. მოედანს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს 1 მ სიგანის ბადე. კაცთა შეჯიბრებისას იატაკსა და ბადის ზედა კიდეს შორის მანძილი 243 სმ-ია, ქალთა შეჯიბრებისას – 224. ბურთი ტყავისაა და 260-280 გრამს იწონის, გარშემოწერილობა – 65-67 სმ. 

ფრენბურთის წესები


    ფრენბურთელებს აცვიათ მაისურები და შორტები. ფეხსაცმელი მსუბუქი, მოქნილი და უქუსლოა, ნებადართულია ფეხშიშველა თამაშიც. თითოეულ გუნდში 12-12 ფრენბურთელია, თამაშში კი 6-6 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ერთი ”ლიბერო” თავისუფალი მოთამაშე, რომელსაც განსხვავებული ფერის ფორმა აცვია.
ბურთის მოწოდებისას გუნდის წევრებს გარკვეული პოზიცია უკავიათ, მაგრამ მოწოდებისთანავე შეუძლიათ თავიანთი მოედნის ნებისმიერ წერტილში გადაინაცვლონ. პოზიციური შეცდომა სერიოზულ დარღვევად ითვლება და გუნდი, რომელიც ამგვარ შეცდომას დაუშვებს, კარგავს იმ დროისათვის მოგებულ ყველა ქულას. როდესაც გუნდი ბურთის მოწოდების უფლებას მოიპოცებს, მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან და ახალ პოზიციას იკავებენ. რეფერის სასტვენის შემდეგ ბურთი თამაშში შეჰყავს ფრენბურთელს, რომელიც მოედნის უკანა მარჯვენა კუთხეში მოხვდება. ბურთს აწვდიან ქვემოდან ან ზემოდან გაშლილი ხელისგულის დარტყმით. თუ ბურთი შეეხო ბადეს ან მიმწოდებელი გუნდის რომელიმე წევრს, ეს შეცდომად ითვლება.     

   ასევე მოთამაშის შეცდომაა, ბურთი მეტოქის მოედნის ფარგლების გარეთ რომ დაეშვება. თითოეულ გუნდს, სანამ მეტოქის ნახევარზე გადააგდებდეს, შეუძლია ბურთს სამჯერ შეეხოს. თუ ორი ან მეტი თანაგუნდელი ბურთს ერთდროულად შეეხო, ეს ორმაგ შეხებად ჩაითვლება.
საერთაშორისო შეჯიბრებებში მატჩი გრძელდება ერთ-ერთი გუნდის მიერ 3 პარტიის მოგებამდე. პარტიას იგებს გუნდი, რომელიც პირველი მოაგროვებს 25 ქულას (გადამწყვეტ, მეხუთე პარტიაში – 15 ქულას), ამასთან უპირატესობა 2 ქულა უნდა იყოს. ყოველი პარტიის შემდეგ გუნდები მოედანზე ადგილებს ცვლიან.
იმ შემთხვევაში, თუ 2 მოწინააღმდეგე თამაშის წესს ერთდროულად დაარღვევს, ფიქსირდება ორმაგი დარღვევა და ქულა განმეორებით გათამაშდება. ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება, თუ მოედნის ფარგლებს გარეთ იატაკს ან რაიმე საგანს შეეხო.

ბურთზე ტამაშის დროს აკრძალულია ბადის იქით ხელის გადაყოფა, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა და მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ამასთან, მოთამაშეს უფლება არა აქვს, ბურთს შეეხოს წელქვემო ნაწილით და სხვა. გუნდს შეუძლია ყოველ პარტიაში აიღოს 30-30 წამიანი ტაიმ-აუტი.

გამოყენებული წყარო  იხილეთ აქ


ფრენბურთი საქართველოში


    საქართველოში ფრენბურთი 1926 წელს შემოვიდა. ამ საქმეს მოთავეობდნენ მიხეილ ცხვედაძე, ლევან ფალავანდიშვილი, გრიგოლ იოსებაშვილი, ივანე ბაქრაძე და მიხეილ პეროვი. მოგვიანებით ამ ჯგუფს შეუერთდნენ არჩილ წერეთელი, ალექსანდრე პაცკევიჩი, შალვა დიასამიძე,  გიორგი ავალიშვილი, გიორგი საყვარელიძე და სხვები. პირველ ხანებში ბადის ნაცვლად იყენებდნენ ტანვარჯიშულ კიბეს, რომელსაც ბადის სიმაღლეზე ამაგრებდნენ. ახალი სახეობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს თბილისში 1927 წელს ჩამოსულმა მოსკოვის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც კარგი ფრენბურთელები აღმოჩნდნენ და რამდენიმე საჩვენებელი მატჩიც გამართეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ამიერკავკასიის ვაჟთა გუნდების პირველობა თბილისელებმა მოიგეს. 
   1 930-იან წლებში ფრენბურთს ძირითადად ვერის ბაღისა და სპორტსაზოგადოება “პიშჩევიკის” მოედნებზე თამაშობდნენ. იმავე პერიოდში ფრენბურთელთა გუნდები შეიქმნა ქუთაისში, სოხუმში, გაგრაში, ბათუმში, ცხინვალში, ფოთში, დიდ ჯიხაიშსა და ახალქალაქში. 1932 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი. 1935 წელს კი – ქალთა გუნდი. 1940 წელს კი მესამე იყო. 1938 წელს კონსტანტინე ლომინაძემ სსრკ-ში პირველმა შეასრულა ძალისმიერი გვერდული მოწოდება და დარტყმა ე.წ. კაუჭით, გივი ახვლედიანმა – თავდასხმითი დარტყმა 3-მეტრიან ხაზს გარედან, სერგო ტარახჩიანმა კი პირველმა მიიღო ნახტომით მოწოდების ბურთი. ეს ილეთები ფრენბურთის სახელმძღვანელოებშია შესული.

გამოყენებული წყარო იხილეთ აქ
   
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია 

Internationale de Volleyball – FIVB) დაარსდა 1947 წლის 19 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, იტალია, იუგოსლავია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ურუგვაი, ჩეხოსლოვაკია, ჰოლანდია. აერთიანებს 218 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას. 


გამოყენებული წყარო იხილეთ აქ

საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია

     საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 28 თებერვალს.
1991 წლის დეკემბრიდან ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIVB) და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის (FVBC) წევრია.
პრეზიდენტები: გიული ჯალაღანია (1991-95), ავთანდილ სილაგაძე (1995-01), ლევან ახვლედიანი (2001 წლიდან).

გამოყენებული წყარო იხილეთ აქ



მსოფლიოს ჩემპიონატი ქალტა შორის

 ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, პირველი ჩემპიონატი 1952 წელს მოსკოვში (სსრკ), ღია ცის ქვეშ გაიმართა. ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა (7 _ ევროპის ქვეყნებიდან და 1 _ ინდოეთიდან) მასპინძელთა დამაჯერებელი (სეტის წაუგებლად) გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ გათამაშების სისტემა ხშირად იცვლებოდა, თუმცა მატჩები მუდამ დახურულ დარბაზებში იმართებოდა. ამჟამად ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი თამაშობს.


გამოყენებული წყარო იხილეთ აქ

1 comment: